2019 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა. ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 69 პროცენტი შეადგინა და წლიურად 0.6 პროცენტით მოიმატა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო თვეში ასევე გაიზარდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

2019 წლის სექტემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების ზრდა სომხეთიდან (8.1 პროცენტით) და თურქეთიდან (8.3 პროცენტით) გამოირჩეოდა. მეორე მხრივ, ზომიერად გაიზარდა აზერბაიჯანიდან (4.8 პროცენტი) ვიზიტორების რაოდენობა, ხოლო რუსეთიდან შემცირდა (-5.0 პროცენტით).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების მხრივაც, განსაკუთრებით მოიმატა პოლონეთიდან და გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობამ. გარდა ამისა, საანგარიშო თვეში საუდის არაბეთიდან (56.4 პროცენტით) და ყაზახეთიდან (70.9 პროცენტით) ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ირანიდან შემომსვლელთა რაოდენობის კლება (37.8 პროცენტით).

ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები – 2019 წლის სექტემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 94.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით იმოქმედა სავალუტო აუქციონებმა და ხაზინასთან განხორციელებულმა ოპერაციებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად