2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო კონკურსის “რანინას” გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა.

კონკურსის მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.

საბავშვო ევროვიზიის 2019 წლის სიმღერის კონკურსი პოლონეთში, ქალაქ გლივიცეში 24 ნოემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, “რანინას” ფინალისტები ანასტასია გარსევანიშვილი და ანა ბერიშვილი გიორგი როსტიაშვილს პოლონეთში, ევროვიზიის კონკურსზე საგულშემატკივროდ გაჰყვებიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად