2019 წლის მაისში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 951.81 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 951.81 მლნ ლარით (3.57%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 27.63 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 254.13 მლნ ლარით (2.17%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 697.68 მლნ ლარით (4.66%-ით) გაიზარდა.

რეზიდენტიიურიდიულიპირებისათვის2019წლისმაისისბოლოსკომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.84%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 8.83 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.45%-ით მეტი) მოცულობის სესხი.

2019 წლის მაისის განმავლობაში 2.47%-ით, ანუ 351.51 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინა მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 14.58 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.32 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.59 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...