2019 წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4,3%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივლისში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1 099 474 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (1 039 027) 60 447-ით ანუ 5,8%-ით მეტია.

2019 წლის ივლისში საქართველოს 882 331 საერთაშორისო ვიზიტორი (ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტი) ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (845 588) 36743-ით ანუ 4,3%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის ივლისში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. აზერბაიჯანი – 175 499 მატება 20 281 / +13,1%;
2. რუსეთი – 159 063 კლება 10 794 / -6,4%;
3. თურქეთი – 156 136 მატება 13 684 / + 9,6%;
4. სომხეთი – 141 663 მატება 4 385 / +3,2%;
5. უკრაინა – 25 221 მატება 3 884 / +18,2%
6. საუდის არაბეთი – 22 775 მატება 6 750 / +42,1%
7. ისრაელი – 22 687 მატება 3 039 / +15,5%;
8. ირანი – 13 437 კლება 20 853 / -60,8%;
9. ყაზახეთი – 13 129 მატება 2 910 / +28,5%;
10. ბელარუსი – 12 545 მატება 794 / +6,8%
11. პოლონეთი – 11 552 მატება 1 565 / +15,7%
12. გერმანია – 9 816 მატება 2 476 / +33,7 %;
13. აშშ – 5 446 კლება 1000 / -15,5%
14. ჩინეთი – 5 361 მატება 1 915 / +55,6%
15. გაერთიანებული სამეფო – 3 500 მატება 169 / + 5,1%

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 4 961 918 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (4 600 988) 360 930-ით ანუ 7,8%-ით მეტია.

2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 4 111 935 საერთაშორისო ვიზიტორი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე (3 843 036) 268 899-ით ანუ 7,0%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი 2019 წლის იანვარ-ივლისში შემდეგი ქვეყნებიდან ეწვია:

1. რუსეთი – 850 650 მატება 153 817 / + 22,1 %;
2. აზერბაიჯანი – 798 216 მატება 42 613 / +5,6%;
3. სომხეთი – 672 657 მატება 19 117 / 2,9%;
4. თურქეთი – 655 768 კლება 1 772 / -0,3%;
5. უკრაინა – 108 032 მატება 13 559 / +14,4%;
6. ისრაელი – 99 812 მატება 20 103 / +25,2%;
7. ირანი – 74 784 კლება 104 665 / -58,3%;
8. ყაზახეთი – 46 401 მატება 16 277 / +54,0%;
9. გერმანია – 43 800 მატება 12 679 / +40,7%;
10. პოლონეთი – 42 332 მატება 8 965 / +26,9%;
11. საუდის არაბეთი – 40 780 მატება 14 055 / +52,6%
12. ბელარუსი – 32 180 მატება 4 576 / +16,6%;
13. ინდოეთი – 30 377 მატება 2 779 / +10,1%;
14. აშშ – 23 391 მატება 1 948 / +9,1%;
15. ჩინეთი – 23 156 მატება 8 006 / +52,8%

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად