A1 ბანერი

2019 წლის იანვრის ტურიზმის სტატისტიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით 2019 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტორების მცირედი კლება აღინიშნა.

საქართველოს 2019 წლის იანვარში 528 678 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 478-ით ანუ 0,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ იანვარში 437 218 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2 700-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იანვარში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 305 939 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17 061-ით ანუ 5,9%-ით მეტია.

ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

1. აზერბაიჯანი – 92 341 კლება 3 218 -3,4%;
2. რუსეთი – 85 922 მატება 12 384 +16,8%;
3. სომხეთი – 77 968 კლება 4 102 -5,0%;
4. თურქეთი – 64 349 კლება 16 290 -20,2%;
5. უკრაინა – 10 453 მატება 362 +3,6%;
6. ირანი – 8 424 კლება 5 898 -41,2%;
7. ისრაელი – 7 217 მატება 4 108 +132,1%;
8. ყაზახეთი – 3 157 მატება 834 +35,9%;
9. ფილიპინები – 3 080 მატება 708 +29,8%;
10. ინდოეთი – 2830 კლება კლება -176 -5,9%;
11. გერმანია – 2538 მატება 807 +46,6%;
12. აშშ – 2130 მატება 510 +31,5%;
13. საუდის არაბეთი – 2 038 მატება 858 +72,7%;
14. პოლონეთი – 1 985 მატება 1 124 +130,5%;
15. ბელარუსი – 1 773 მატება 133 +8,1%.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...