2019 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება.

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...