A1 ბანერი

2019 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, საზეიმოდ დაიხურა

ღონისძიება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შედგა. ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ მამაკაცთა შორის, საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებული საქართველოს ნაკრები (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და
ჩემპიონატის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე (3 მსოფლიო რეკორდი, 3 ოქროს მედალი) სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდეტნმა კახი კახიაშვილმა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს გადასცა. კახიაშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის სახელით, მიხეილ ბატიაშვილს განსაკუთრებული მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...