2019 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნების მწვრთნელი აღარ იქნება

ამის შესახებ იაპონიის უმაღლესი ლიგის კლუბ Suntory Corallias თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იუწყება.

იქვე, ამ სიახლესთან ერთად, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კომენტარი ქვეყნდება:

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ავიღო ხელში იაპონიის ტოპ ლიგის წამყვანი სარაგბო გუნდის – Suntory Corallias წინამძღოლობა. როგორც საქართველოს მწვრთნელი, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ მსოფლიო თასისთვის იაპონიაში. მოუთმენლად ველი რაგბის იაპონელ ფანატებთან შეხვედრას ჯერ როგორც საქართველოს წარმომადგენლის, შემდეგ კი როგორც Suntory Corallias-ის წევრის რანგში”

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრების უცვლელი მთავარი მწვრთნელია 2011 წლის დეკემბრიდან დღემდე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...