2019 წლის აპრილში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 4,6%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით 2019 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 4,6%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო მოგზაურების მიერ აპრილში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647 750 შეადგინა, რაც 28 662-ით ანუ 4,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348 519 შეადგინა, რაც 14 018-ით ანუ 4,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 344 501.

ყველაზე მეტი ვიზიტი მარტში საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

1. რუსეთი – 113 138 მატება 23 708 / +26,5%;
2. აზერბაიჯანი – 99 073 მატება 436 / +0,4%;
3. თურქეთი – 95 063 კლება 7 842 / -7,6%
4. სომხეთი – 94 351 მატება 3 753 / +4,1%;
5. ისრაელი 14 343 მატება 1 440 / 11.2%
6. უკრაინა – 11 991 მატება 361 / +3,1%;
7. ირანი – 10 505 კლება 15 369 / -59,4%
8. გერმანია – 5 670 მატება 1 718 / +43,5%
9. ყაზახეთი – 5 621 მატება 2 648 / +89,1%
10. ინდოეთი – 5 243 მატება 976 / +22,9%;
11. პოლონეთი – 4 761 მატება 885 / +22,8%
12. გაერთიანებული სამეფო 2 889 მატება 666 / +30,0%
13. აშშ – 2 887 მატება 443 / +18,1%
14. ჩინეთი – 2 504 მატება 587 / +30,6%
15. ბელარუსი – 2 348 მატება 268 / +12,9%

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 617 548 ვიზიტი განხორციელდა, რაც 35 166-ით ანუ 2,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით ანუ 5,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 839 540.

ყველაზე მეტი ვიზიტი იანვარ-აპრილში საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:

1.აზერბაიჯანი – 391 975 მატება 9 087 / +2,4%;
2. რუსეთი – 367 215 მატება 68 982 / + 23,1 %;
3. სომხეთი – 326 840 კლება 7 787 / -2,3%;
4. თურქეთი – 296 255 კლება 45 174 / -13,2%;
5. უკრაინა – 45 636 მატება 3 107 / +7,3%;
6. ირანი – 40 959 კლება 54 978 / -57,3%;
7. ისრაელი – 39 338 მატება 14 787 / +60,2%;
8. ინდოეთი – 16 886 მატება 2 025 / +13,6%;
9. ყაზახეთი – 16 378 მატება 5 804 / +54,9%;
10. გერმანია – 13 200 მატება 3 490 / +35,9%
11. პოლონეთი – 11 783 მატება 3 986 / +51,1%
12. ფილიპინები – 10 171 მატება 1 794 / +21,4%;
13. ბელარუსი – 8 895 მატება 1 066 / +13,6%
14. აშშ – 8 861 მატება 1 147 / +14,9%
15. ჩინეთი – 8 310 მატება 2 748 / 49,4%

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაში მცირდება უშუალოდ მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი და მნიშვნელოვნად იმატებს საქართველოდან დაშორებული ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი, რაც, ბუნებრივია, საქართველოს, როგორც ტურისტულ თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყნის როლის ზრდაზე მიუთითებს

აღნიშნულს ადასტურებს, ისეთი ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, როგორებიცაა ავსტრალია, ავსტრია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, იაპონია, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, უნგრეთი.

“აიპრესმა” გაანალიზა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნების და აგრეთვე, ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა შესახებ არსებული მონაცემები და შეადარა მოცემულ სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა შესახებ არსებულ მონაცემებს.

ირკვევა, რომ საქართველოში აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან ერთად საქართველოში 2018 წლის პირველ ოთხ თვეში განხორციელებული ვიზიტების ხვედრითი წილი სულ ყველა ქვეყნიდან ერთად განხორციელებულ ვიზიტებში შეადგენდა 66,00%-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის პირველ ოთხ თვეში შემცირდა2,17%–ით და შეადგენს 62,87%-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად