2019 წლის აგვისტოში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 537.6 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 537.6 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსათვის 23.4 მლრდ ლარი შეადგინა.

წლიური ზრდის ტემპი კი 23.0 პროცენტია. საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტები 276.7 მლნ ლარით გაიზარდა და აგვისტოს ბოლოსთვის 12.5 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში 99.7 მლნ ლარით გაიზარდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და 7.7 მლრდ ლარი შეადგინა. ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში, 2.4 პროცენტით (260.8 მლნ ლარით) გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად