2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირებული 6006 კაცი და 1998 ქალია

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

“2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8004 აივ ინფიცირებული პირი.

მათ შორის 6006 მამაკაცია და 1998 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4184 პაციენტს განუვითარდა.1619 გარდაიცვალა.
31 აგვისტოს მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4888 (4333 + 555 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.3 % (3063) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.0 % (3838) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.2 % (904) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (108) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;0.5 % (38) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2956 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1125; შემდეგ იმერეთში 968; აჭარაში 890; აფხაზეთში (521); კახეთში (397) ქვემო ქართლში (452); შიდა ქართლში (290); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:
2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 570 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 580 ახალი შემთხვევა.
სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 44 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.

შიდსის ცენტრის სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად