საქართველოში 2019 წელს შიდსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში178 შემთხვევა გამოვლინდა.

2 აპრილის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7569  აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის  5672 – მამაკაცია, 1897 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4007 პაციენტს განუვითარდა. 1540 პაციენტი გარდაიცვალა.

2019 წელს გარდაიცვალა 24  აივ ინფიცირებული. 2018 წელს – 135, 2017  წელს – 127, 2016 წელს – 168,  2015 წელს – 94, 2014  წელს – 84 პირი. 2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.4 %   (2984) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  46.7 %  (3532) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.3 %  (859) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %   (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (37) – სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (52) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2774 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 953 (აქედან ზუგდიდი – 641); შემდეგ იმერეთში 941 (ქუთაისი 460); აჭარაში 846 (ბათუმი – 545); აფხაზეთში (478); კახეთში (365) ქვემო ქართლში (389); შიდა ქართლში (287); გურიაში (160); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2014 წელს – 564; 2015 წელს – 717;   2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება და მკურნალობა უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 238-80-18.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად