2019 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 200-მდე პროექტი დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2019 წელს, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

2019 წელს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სულ 200-მდე პროექტი დასრულა. 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 394 მილიონი ლარით შესრულდა, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 107 %-ია (1.302 მილიონი ლარი), ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან მიმართებით 105% (1.323 მილიონი ლარი).

ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პროექტებზე დასაქმებული ადამიანების 80 % საქართველოს მოქალაქე იქნება.

2019 წელს, სამუშაოები აქტიურად მიმდინრეობდა რიკოთის უღელტეხილის ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე, ხელშეკრულება გაფორმდა პირველ – ჩუმათელეთის-ხევის მონაკვეთზე, სადაც მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო მეოთხე შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ასევე, ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე.

2020 წელს დაგეგმილია ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 41 კმ-იანი ახალი ორი ზოლის მშენებლობის დასრულება, რაც ამ ორ ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისგან სრულად განტვირთავს და მოძრაობა გაიხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტის ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კმ-იან მონაკვეთზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად