2019 წელს, პროფესიული საქმიანობის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 ჟურნალისტი დააკავეს

2019 წელს, პროფესიული საქმიანობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 250 ჟურნალისტი დააკავეს. შესაბამისს მონაცემებს ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ყველაზე ხშირად ჩინეთსა და თურქეთში დაფიქსირდა, ხოლო მესამე ადგილს, დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობით საუდის არაბეთი იკავებს, მას კი მოსდევს ეგვიპტე. შემდეგ მოდის ერიტრეა, ვიეტნამი და ირანი.

ამასთან, CPJ-ის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ანალოგიური მონაცემების მიხედვით, დაკავებული იქნა 255 ადამიანი, ხოლო ორი წლით ადრე – 273.

კომიტეტის ინფორმაციით, ჟურნალისტების დაკავების მიზეზი ყველაზე ხშირად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა, თუმცა წელს, 30-მდე ჟურნალისტი ყალბი სიცრუის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

კვლევის ავტორები იუწყებიან, რომ ძირითად შემთხვევებში ჟურნალისტებს აკავებენ პოლიტიკური მიზეზების გამო. მაგალითად, ჩინეთში ბლოგერებს, ჰონგ კონგში არეულობის პროვოცირების ბრალდებით აკავებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად