2019 წელს, ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარ თავდასხმაზე, რასაც ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

აფეთქება კუნდუზის პროვინციაში, გზაზე მოხდა, რის შედეგადაც ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ავღანეთში 2019 წლის დასაწყისიდან მინიმუმ 20 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. 2019 წელს, გასული ხუთი წლის განმავლობაში, ავღანეთში ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

დეკემბრის დასაწყისში ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალე შესაძლოა, ავღანეთიდან დაახლოებით 4000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიყვანოს.

ამჟამად ავღანეთში 12-13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რომელთაგან 5 ათასი ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს . ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება სამხედროების გაყვანა, მაგრამ ამ პროცესს სავარაუდოდ “ორი თვე დასჭირდება” და დაახლოებით 8-9 ათასი ჯარისკაცი ავღანეთში დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად