2019 წელს, აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად 132 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

130-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა 2019 წელს აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შედეგად ერაყში, სირიაში, ავღანეთსა და სომალში. შესაბამისი მონაცემები მოცემულია შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მოხსენებაში.

პენტაგონის მოხსენებაში, რომელიც შედგენილია ამერიკის კონგრესის მოთხოვნით, ნათქვამია, რომ 108 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში, 22 სირიასა და ერაყში და ორი სომალში. ლიბიასა და იემენში ჩატარებული სამხედრო ოპერაციებს კი მსხვერპლი არ მოჰყოლია. აგრეთვე, სულ 91 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შედეგად.

“2019 წლის განმავლობაში, აშშ-ის ძალებმა მონაწილეობა მიიღო უამრავ საომარ მოქმედებაში, რომელთა ნაწილს თან ახლდა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობის მხრიდან,” – ნათქვამია პენტაგონის მოხსენებაში.

“მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი ომის ტრაგიკული და გარდაუვალი ნაწილია, აშშ-ის შეიარაღებული ძალები ვალდებულია, შეძლოს და შეამციროს საზოგადოების შესაძლო ზიანი.”

2018 წლის მოხსენებაში კი, პენტაგონი 120 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ იუწყებოდა ერაყში, სირიაში, ავღანეთსა და სომალში. ასევე 2018 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნებში სულ 65 სამშვიდობო მოქალაქე დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად