2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა, რუსეთის ნაცვლად ყატარში გაიმართოს

ევროპული მედია ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას რუსეთის ნაცვლად ყატარში აპირებს. ესპანური გაზეთი AS იტყობინება, რომ ფიფას საიდუმლო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.

გამოცემის ინფორმაციით, ფედერაციამ საიდუმლოდ თხოვა ყატარის ხელისუფლებას, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოედნების მშენებლობა დააჩქაროს და 2018 წლისთვის მოასწროს. ტურნირის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „ჩემპიონატის გადატანა რუსეთიდან არ იგეგმება, მაგრამ სასურველია, რომ ყატარი შეჯიბრების გასამართად 2018 წლისთვის მზად იყოს“.

ევროპული მედია სულ უფრო ხშირად წერს, რომ თუ უკრაინაში სიტუაცია არ დასტაბილურდა და კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩამოართვან.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ ტურნირი რუსეთში გაიმართება და ამაში ეჭვის შეტანა უსაფუძვლოა: „შეიძლება ბევრს არ მოეწონა, რომ ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, მაგრამ კენჭისყრა ჩატარდა, გადაწყვეტილება მიღებულია და შეცვლის არანაირი საფუძველი არ არსებობს.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად