2018 წლის 6 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების  570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის  6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში  აივ-ინფიცირების 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“შარშან შესაბამის პერიოდში 540  შემთხვევა იყო გამოვლენილი. სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486  მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4468 (3949  + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

40.2 %  (2950) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3388) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 %  (804) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 %  (104) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) – სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (49) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი – 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხეჯავახეთში (105) და ..

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2008 წელს – 351;  2009 წელს – 385; 2010 წელს – 455,  2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717;   2016 წელს – 719; 2017 წელს – 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017  წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს – 168,  2015 წელს – 94, 2014  წელს – 84 პირი,  2013 წელს – 96 პირი, 2012 წელს – 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან  90 მამაკაცია  24 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 68 – ვაჟი, 40 – გოგონა.  27  გარდაიცვალა.   3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა.

ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18″, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად