2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5382 – მამაკაცია, 1813 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს. 1471 პაციენტი გარდაიცვალა. 31 ივლისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4409.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9 % (3305) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9 % (781) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან ; 1.4 % (101) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (36) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2622 შემთხვევა, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა. 2 დაუდგენელი), სამეგრელოში 914 (აქედან ზუგდიდი – 605), შემდეგ იმერეთში 898 (ქუთაისი 436), აჭარაში 813 (ბათუმი – 512), აფხაზეთში (451), კახეთში (348) ქვემო ქართლში (373), შიდა ქართლში (271), გურიაში (153), ფოთში (110), სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:

2008 წელს -351; 2009 წელს – 385; 2010 წელს – 455; 2011 წელს – 424; 2012 წელს – 526; 2013 წელს – 490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს -719", – ნათქვამია შიდსის ცენტრის გარვცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად