A1 ბანერი

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე შიდა ვიზიტების რაოდენობა 4%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.1 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 4 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მონაცემებს.

2018 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 481.4 ათასით განისაზღვრა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 26.4 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 18.6 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.1 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 288.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (198.9 ათასი ვიზიტი თვეში).

2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 144.8 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 6.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...