2018 წელს საქართველოს გზებზე 500 ადამიანი დაიღუპა და 2 300 000-ზე მეტი სამართალდარღვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ „აიპრესთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“2018 წლის განმავლობაში 1 300 000-ზე  მეტი ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა და თუ  ამას საპატრულო პოლიციის მიერ გამოვლენილ დარღვევებს დავუმატებთ, საერთო ჯამში, საქართველოს გზებზე წლის განმავლობაში 2 300 000-ზე მეტი დარღვევა  დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, ვისაც ავტომობილი ჰყავს, ყველა  წესს არღვევს”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შსს-ს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ ქულათა სისტემა ძალაშია და მოქმედებს, არ არის საკმარისი და ეფექტური. რის გამო უწყებამ “საგზაო უსაფრთხოების შესახებ” კანონში  ცვლილებათა ახალი პაკეტი მოამზადა და მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის “ჭკვიანი კამერის” მეშვეობით შესაძლოა ქულები ჩამოეჭრათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...