2018 წელს სამუშაო ადგილებზე 59 ადამიანი დაიღუპა, 199 დაშავდა

2018 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საწარმოო შემთხვევის შედეგად 59 მუშა დაიღუპა და 199 დაშავდა-ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტორში მიაწოდეს.

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული მონაცემების მიხევით, 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 დაშავდა. წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავირებით (დაშავებული/გარდაცვლილი) მონაცემები დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშიც.

2018 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, კიდევ უფრო გაზრდილია.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო გაზრდილია. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება…ამდენად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება” ,-აღნიშნულია 2018 წლის ანგარიში.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად