2017 წლის სტატისტიკით, საქართველო რუსეთში ღვინის იმპორტიორ სამ უმსხვილეს ქვეყანას შორისაა

გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო რუსეთში ღვინის იმპორტიორ სამ უმსხვილეს ქვეყანას შორისაა. საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 2006 წლიდან 2013 წლამდე აკრძალული იყო. აღნიშნულის შეახებ rbc წერს.

რუსეთში ღვინის იმპორტი 2017 წელს თითქმის 40%-ით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა საქართველომ. ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში 1,7-ჯერ გაიზარდა, 35 მილიონ ლიტრამდე.

რუსეთში ღვინის იმპორტიორი უმსხვილესი ქვეყანა ესპანეთია (თითქმის 53 მილიონი ლიტრი), მეორე ადგილს იტალია იკავებს (43 მილიონი ლიტრი), ხოლო მესამე ადგილზე საქართველოა.

პროექტ Wineretail-ის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტავცევი მიიჩნევს, რომ რუსეთში ღვინის იმპორტის ზრდა ძირითადად რუბლის გამყარებამ გამოიწვია.

ღვინის მწარმოებელი კომპანია Simple-ის დირექტორთა საბჭოს წევრის სანდრო ხატიაშვილის მოსაზრებით, რუსეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ემოციურ ფაქტორსაც უკავშირდება. მისი თქმით, რუსებს ქართულ ღვინოსთან მიმართებაში ძალიან პოზიტიური ურთიერთობა აქვთ, რაზეც მოწმობს ქართული სამზარეულოს პოპულარობა და მზარდი ტურისტული ნაკადი საქართველოში.

2017 წელს, ქართული ღვინის იმპორტიორ ყველა ქვეყანას შორის რუსეთზე 60%-ზე მეტი მოდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...