2017 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 1986 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა

მთავარი პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2017 წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 1986 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც პარლამენტში პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, 2017 წელს პატიმრობა პროკურატურის მიერ მოთხოვნილ იქნა ოჯახური ძალადობის ჩამდენ ბრალდებულთა 83%-ის მიმართ.

"ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე 2017 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1986 პირის მიმართ. პროკურატურის მიერ ოჯახური დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორების მიერ პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2017 წელს პატიმრობა პროკურატურის მიერ მოთხოვნილ იქნა ოჯახური ძალადობის ჩამდენ ბრალდებულთა 83%-ის მიმართ და აქედან დაკმაყოფილდა 58%",- განაცხადა პროკურატურის წარმოამდგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად