2017 წელს, მარგველაშვილმა თავის თანამშრომლებზე 1,067,922 ლარის დანამატი გასცა (აუდიტი)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის ფინანსური აუდიტი ჩაატარარომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ქვემოთ მოცმულ ცხრილში წარმოდგენილია 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია:

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვკითხულობთ:

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად6 , სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. დანამატის გაცემისას, უნდა დასაბუთდეს თითოეული მოხელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განხორციელებულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ,,დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის წინასწარ, დანიშნულია ყოველთვიური დანამატები (სულ 2017 წელს გაცემულია 1,067,922 ლარის დანამატი), რაც თავის შინაარსიდან გამომდინარე, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ხასიათს უფრო ატარებდა ვიდრე დანამატის. შედეგად, 2017 წელს დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფდა შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული დანამატის გაცემის მიზანშეწონილობა".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად