2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში შვეიცარია ლიდერობს

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 137 ქვეყანას შორის საქართველო 4,3 ქულით 67-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ 2015–2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებდა. 2014–2015 წლების რეიტინგში კი საქართველოს 69–ე ადგილი ეკავა.

ახალ რეიტინგში საქართველოს წინ უსწრებს აზერბაიჯანი, რომელიც 4,7 ქულით 35-ე ადგილზეა, ასევე რუსეთი, რომელიც 4,6 ქულით 38-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება თურქეთს, ის 53-ე ადგილზეა და 4,4 ქულა აქვს.

საქართველოს ჩამორჩება სომხეთი, რომელიც 4,2 ქულით 73-ე ადგილზეა. 2017-2018 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ახალი რეიტინგის მიხედვით, პირველ პოზიციას 5,9 ქულით შვეიცარია იკავებს, მომდევნო პოზიციაზეა აშშ 5,9 ქულით, ასევე სინგაპური 5,7 ქულით. მეოთხე და მეხუთე ადგილზეა ნიდერლანდები და გერმანია, რომელთაც 5,7 ქულა აქვთ.

2017-2018 წლების მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოს კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი ასე შეაფასა:

არაადეკვატურად განათლებული სამუშაო ძალის 17.3

დაფინანსების ხელმისაწვდომობა 12.0

ინფლაცია 11.0

ცუდი სამუშაო ეთიკა ეროვნულ შრომით ძალაში 9.7

არასაკმარისი მოცულობა ინოვაციაზე 9.7

არაეფექტური მთავრობის ბიუროკრატია 9.2

ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება 7.3

პოლიტიკის არასტაბილურობა 6.5

მთავრობის არასტაბილურობა / coups6.2

საგადასახადო განაკვეთები 3.8

საგადასახადო რეგულაციები

უცხოური ვალუტის რეგლამენტი 1.8

კორუფცია 1.7

ცუდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

შეზღუდული შრომითი რეგულაციები

დანაშაული და ქურდობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად