2017-18 წლებში, აშშ-ში, უბერის ტაქსებში გაუპატიურების 464 შემთხვევა დაფიქსირდა

ტაქსების სერვისის კომპანია უბერმა უსაფრთხოების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 2017-18 წლების პერიოდს მოიცავს, გაანალიზებულია აშშ-ში მომხდარი ინციდენტები.

ანგარიშის თანახმად, უბერის ტაქსებით 2017 წელს 1 მლრ, ხოლო 2018 წელს 1,3 მლრ მგზავრობა შედგა ანუ საშუალოდ ყოველდღიურად 2 წლის განმავლობაში 3,15 მლნ მგზავრობა.

2 წლის განმავლობაში კომპანიამ გაუპატიურების შესახებ 464, გაუპატიურების მცდელობის შესახებ კი 584 საჩივარი მიიღო. შემთხვევების 92%-ის დროს მსხვერპლის როლში მგზავრები იყვნენ, 8%-ის დროს კი – მძღოლები.

2017-18 წლებში უბერის ტაქსებით მგზავრობისას ავარიაში მოხვდა და გარდაიცვალა 107 კაცი. კიდევ 17 კაცი მგზავრობის დროს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად