2016 წლის ვიდეოზე, სადაც ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილს, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს "რეაქციაში" ამბობს: 

"ახლა რაც აჩვენეთ თქვენ, 2016 წელია, როცა მე პარტიაში არ ვიყავი ექვსი თვე იმის გამო, რომ ჩერგოლეიშვილი და ბოკერია ართმევდა მიშა სააკაშვილს პარტიას". 

მისი თქმით,  2016 წელს "პარტიაზე სრული მართვა ჰქონდა აღებული ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას". ევროპული საქართველო" როცა გავიდა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" 21 ადამიანით, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის საქმე" - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ინგა გრიგოლიამ გადაცემის სტუმარს, ლევან ხაბეიშვილს, მისი განცხადება შეახსენა, სადაც ამბობს, რომ "კეზერაშვილი ბიძინას საქმეს აკეთებდა, "მოიპარა მილიონები".

კეზერაშვილზე თქვენ ნუ ნერვიულობთ, მე და კეზერაშვილი თავად მოვგვარდებით - უთხრა ჟურნალისტს ხაბეიშვილმა.