2015 წელს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 361 შემთხვევა დაფიქსირდა

 2015 წელს სოციალური მოსახურების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე 557 მიმართვა შევიდა, აქედან 361 დადასტურდა. ამის შესახებ აიპრესს სოციალური მომსახურების სააგენტოს  სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა განუცხადა. 

უფრო კონკრეტული მონაცემები კი ასე გამოიყურება:სექსუალური ძალადობა-28 შემთხვევაში (აქედან 11-ზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება); ფიზიკური ძალდობა-85; ფსიქოლოგიური -89; უგულებელყოფა-72; ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაცია- 3; მიტოვება-15; ეკონომიკური ძალადობა-6 (იძულება , რომ იმუშაოს და ა.შ.); ბულინგი-1, ოჯახში ძალადობა-12. ძალადობის 93 შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა გახდა საჭირო.

"თუ ბავშვისათვის არაკეთილსაიმედო გარემოა ოჯახში, თუ გარემო მისი სიცოცხლისთვს საფრთხის შემცველია, თუ არის სექსუალური ძალადობის მხვერპლი, ბავშვი ოჯახიდან გამოგვყავს.

93 შემთხვევაში მოხდა ოჯახიდან გამოყვანა, ნაწილი გადაყვანილ იქნენ მინდობით აღზრდით , ნაწილი საოჯახო ტიპის სახლში, ნაწილი ჩვილ ბავშვთა სახლში, ნაწილი-დედა და ბავშვი გადაყვანილი იქნა თავშესაფარში, შემხთხვევები გადავამისამართეთ ტრეფიკინგის თავშესაფარშიც, ნაწილი რჩება ნათესავებთან.

რა ხნით დარჩება ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ეს ინდივუდუალურია. სახელმწიფოს მხრიდან სრულიად ხდება მასზე ზრუნვა, ვავითარებთ მათ უნარებს, ვცდილობთ შემდგომში დავასაქმოთ, მივცეთ განათლება, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოემზადონ. მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები. სახელმწიფო ზრუნვა ზოგადად 18 წლამდეა, თუმცა შესაძლოა, არ იყოს 18 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ დარჩენა საჭირო, გააჩნია ბავშვი რა შემეთხვევაშ გამოდის, შესაძლოა ცოტა ხანში დაბრუნდეს სახლში, თუმცა თუ მშობლის უფლების ჩამორთმევაა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩამოერთმევათ.

თითოეულ ბავშვს ჰყავს სოციალური მუშაკი, საჭიროების შემთხვევაში დადიან ფსიქოლოგთან. რეგიონში გვყავს თითო და თბილისშიც ერთი ფსიქოლოგი, მაგრამ არსებობს მანდატურის სამსახური, სადაც არის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი და სკოლის მოსწავლეებს ხშირად იქ ვამისამართებთ. ეს არის თბილისში, ბათუმში, კახეთში, იმერეთში. საოჯახო ტიპის სახლებში როცა ვამისამართებთ, იქ თავად ჰყავთ ფსიქოლოგები და ეწვათ საჭიროების მიხედვით მომსახურება",-აცხადებს მარი წერეთელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად