2015 წელს დახმარებას მეტი სოციალურად დაუცველი მიიღებს

მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დაანგარიშების მეთოდი შეიცვლება. ცვლილებების შედეგად დახმარებას მეტი ადამიანი მიიღებს. ქულებზე პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება გავლენს აღარ მოახდენს.

ქულაზე გავლენას ასევე არ მოახდეს პირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა და ა.შ. გათვალისწინებული იქნება ოჯახში შშმ პირისა და ქრონიკული ავადმყოფის არსებობა. ნაკლები ქულის მქონე ოჯახი შემწეობის სახით მეტ თანხას ან სერვისს მიიღებს. ოჯახის ყველა წევრი თანაბარ თანხას მიიღებს. ოჯახში თითოეულ ბავშვზე დანამატი გაიცემა.

65000 – 100000 ქულის მქონე ოჯახები, რომლებიც საარსებო შემწეობის მიმღებთა სიაში ვერ ხვდებიან, ბავშვზე დანამატს მაინც მიიღებენ.

 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე სააგენტო "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს:

 "ამ პროექტს ორი მთავარი მიზანი აქვს: ახალი პროექტი ითვალისწინებს, რომ გამოირიცხება სუბიექტური მომენტები შეფასებისას და სოციალურ აგენტს არ ექნება უფლება თავისი შეხედულებებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება.  თვითონ სარეიტინგო ქულების რაოდენობა იქნება განმსაზღვრელი დახმარების ოდენობისა. ანუ მეტ დახმარებას ის ოჯახი მიიღებს. რომელსაც ნაკლები ქულა ექნება. ანუ მოხდება დიფერენცირება."

_ ხომ არ გეგმავთ დახმარების გაზრდას?

_ პროექტი ჯერ კიდევ პროექტის სახითაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ითვალისწინებს იმას, რომ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა  30 000 -ზე ნაკლები იქნება, უფრო მეტ დახმარებას მიიღებს, ვიდრე ძველი წესით ჰქონდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...