2014 წლის შემდეგ პირველად, Google-მა Android-ის ოპერაციული სისტემის ლოგოტიპი შეცვალა

Google-მა, 2014 წლიდან მოყოლებული, პირველად გამოცვალა Android-ის ოპერაციული სისტემის ლოგოტიპი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავის ბლოგზე ავრცელებს. შეცვლილია ლოგოტიპის ფორმატი და ფერი.

როგორც აქამდე, ოპერაციული სისტემის სიმბოლო კვლავ რობოტი ანდროიდის ილუსტრაციაა, თუმცა ამიერიდან ლოგოტიპზე მხოლოდ მისი თავი იქნება გამოსახული. კომპანიამ აგრეთვე შეცვალა წარწერა Android-ის ფერი, რომელიც მწვანე იყო, ახლა კი იგი შავი გახდება.

გარდა ამისა, აგრეთვე შეიცვალა ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის დასახელება. ამიერიდან მისი სახელი Android 10 იქნება, აქამდე კი იქ ასო Q იყო. კომპანიის ტრადიციის მიხედვით, ეს ასო რაიმე სახის ტკბილეულის აღმნიშვნელი იყო.

მაგალითად, L Lollipop-ის აღმნიშვნელი იყო, ხოლო Android K შოკოლადი Kitkat-ის. თუმცა, კომპანიამ ამ ტრადიციისგან გათავისუფლება გადაწყვიტა, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში, ენის სხვაობის გამო ყველა ვერ ხვდებოდა, თუ რა ტკბილეული იგულისხმებოდა ხოლმე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...