2014 წელს ვრბეტიცეში მომხდარ აფეთქებაში ჩეხეთი რუსეთს ადანაშაულებს და რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელს აძევებს

ceskenoviny-ის ცნობით, ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხეთი პრემიერ-მინისტდმა იან ბაბიჩმა განაცხადა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიჩის გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩეხეთის უშიშროების სამსახურს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ 2014 წელს ზლინსკის რაიონის სოფელ ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების ქარხანაში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვა.

„ჩვენი უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებულ დამაჯერებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა განვაცხადო, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი 2014 წელს ვრბეტიცეს საბრძოლო მასალების საწყობში მოხდარ აფეთქებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფ 29155-ის ოფიცრების მონაწილეობის შესახებ”, – განაცხადა ანდრეი ბაბიჩმა.

პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ შეახსენა, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, საჭირო გახდა მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია და ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აფეთქებებმა ვრბეტიცეს და მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე 1319 ჰექტარი მიწა მოიცვა.

ბაიჩის თქმით, საქმეზე ინფორმაცია მან პარასკევ საღამოს მიიღო იან ჰამაჩეკისგასნ, შაბათს კი ყველაფერი პრეზიდენტ მილოშ ზემანს მოხსენდა.

„პრეზიდენტმა ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა”, – აღნიშნა ბაბიჩმა და დაამატა: „ჩეხეთის რესპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა და ვალდებულია სათანადო რეაგირება მოახდინოს ამ უპრეცედენტო მოვლენაზე”.

პრესკონფერენციის დროს მასთან ერთად მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა, რომელიც ამ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებს, განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება „პრაღაში მდებარე საელჩოდან ყველა იმ თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რომლებიც მკაფიოდ ინდენტიფიცირებულნი არიან ჩვენი სპეცსასახურების მიერ როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები”.

იან ჰამაჩეკმა აღნიშნა, რომ „რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელმა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ჩეხეთი”. ჩემი გადაწყვეტილება რუსეთის ელჩ ალექსანდრ ზმეევსკის დღეს საღამოს ვაუწყე, – განაცხადა ჰამაჩეკმა.

„ჩვენ ისეთივე სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორშიც, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი იყო სოლსბერიში მოწამვლის მცდელობის შემთხვევაში”, – თქვა ჰამაჩეკმა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ნატოს და ევროკავშირს მიაწვდიან ინფორმაციას და მათ მხარდაჭერას სთხოვენ.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ეროვნული ცენტრის მიერ იძებნება რუსული პასპორტების მქონე ორი პიროვნება, რომლებიც 2014 წლის ოქტომბერში პრაღიდან მორავია-სილეზიაში და იქედან ზლინის რაიონში ჩავიდნენ. ჩეხური პრესა წერს, რომ, ფოტოებიდან და გვარებიდან გამომდინარე, სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში და ვრბეტიცეში მომხდარ აფეთქებაში ერთი და იგივე პირები არიან ეჭვმიტანილები და ძებნილები.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის გამართვამდე იან ჰამაჩეკმა განაცხადა, რომ გადაიფიქრა მოსკოვში წასვლა და იქ სხვა საკითხებთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგი რუსული ვაქცინის შესყიდვის ორგანიზაციულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოება. მან გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად მაშინ ორშაბათს დაგეგმილი მთავრობის სხდომა დაასახელა.

ჩეხეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში რუსეთის მხრიდან პირველი კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა:

„პრაღაში კარგად იციან, რა მოჰყვება მსგავს ხრიკებს”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...