2013 წლიდან დღემდე თბილისის მერიამ გზის რეაბილიტაციისთვის 16 2013 274,11 ლარი დახარჯა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დედაქალაქში განხორციელებულ, მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებსა და 2015 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ავთანდილ სუდაძის თქმით, "2014 წელს სამსახურმა წლიური გეგმა  86,8% -ით, 2015 წლის I კვარტალში კი 89%-ით შეასრულა. მისივე თქმით, გასული წლის აგვისტოდან დღემდე გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა  302 409,67 მ2 ფართს, ჯამური ღირებულებით 16 103 274,11 ლარი. 

რაც შეეხება მასშტაბურ საგზაო პროექტებს, რომლებზეც სამსახური უკვე მუშაობს (პროექტირება, სამშენებლო სამუშაოები), მათ შორისაა დადიანისა და თევდორე მღვდლის ქუჩების რეაბილიტცია, თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზის მონაკვეთის მშენებლობა, თხინვალა-აგარაკის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთება, გლდანის სასაფლაო, წყაროთუბანი, გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელი მონაკვეთის გაგანიერება, ფერმწერთა ქუჩა, გორგასლის ქუჩისა და შინდისის დამაკავშირებელი გზა."

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო დედაქალაქში სანიაღვრე ქსელის მოვლა- პატრონობაზე. სუდაძის თქმით, აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად