2012 წლიდან დღემდე არცერთი პრემია, დანამატი და წახალისება არ აუღია – საჯარო მოხელე გიორგი კეკელიძე

“აიპრესი” კვლავ აგრძელებს საჯარო მოხელეთა პრემია-დანამატებზე ინფორმაციების გამოთხოვას. ჯერჯერობით, ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ერთადერთია, რომელსაც დღიდან მუშაობის დაწყებისა, დღემდე, არცერთხელ აუღია პრემია და დანამატი.

“აიპრესის”  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი კეკელიძეს, რომელიც 2012 წლიდან დღესმდე დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, არცერთხელ აუღია არც პრემია, არც დანამატი და არც რაიმე სხვა სახის ფულადი წახალისება. ყოველთვიური ხელფასიდან კი 100 ლარს ის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში რიცხავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად