2009 წლის კრიზისის შემდგომ ევროზონა კვლავ დეფლაციას განიცდის

ოფიციალური მონაცემებით, დეკემბერში ევროზონაში ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  0,2%-ით შემცირდა. 

 1.2%-ით მოიმატა მომსახურების ფასებმა, წინა წლის დეკებრის თვესთან შედარებით. ევროპელი ეკონომისტების აზრით,  ევროპის ცენტრალურ ბანკს ეკონომიკის სტიმულირიბისთვის ზომების მიღება მოუწევს.

ფასების ვარდნა, მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირებამ გამოიწვია. გასული წლის დეკემბერში, ენერგოპროდუქტების ფასები  2013 წლის მაჩვენებელზე 6.3%-ით ნაკლები იყო.

ევროპის ერთ-ერთ პირველ ეკონომიკაში, გერმანიაში ინფლაცია 0.1%-ია. 1.1%-ით შემცირდა ფასების ინდექსი ესპანეთშიც.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ევროსტატის ოფიციალური მონაცემებით, ნოემბრის თვეში მან წინა თვის ანალოგიურად 11.5% შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად