2006 წლის მსოფლიო ჩემპიონები კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთვნენ-დელ პიერომ ვიდეომიმართვა გაავრცელა

კორონავირუსთან ბრძოლაში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებიც ჩაერთვნენ. იტალიის ნაკრების წევრები ფულს წითელი ჯვრის დასახმარებლად აგროვებს.

ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო ამის ამსახველ ვიდეოს Instagram-ში ავრცელებს.

“მოგესალმებით, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდი მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რომ მოაგროვოს თანხა წითელი ჯვრის დასახმარებლად. ვიმედოვნებ თქვენ იქნებით გუნდის ნაწილი და ჩვენ ისევ მოვიგებთ”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ალესანდრო დელ პიერო.

ვიდეოს თან ურთავს ბმულს, სადაც თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

ამ დროისთვის უკვე 240 000 ევროზე მეტი შეგროვდა. საქველმოქმედო აქცია გრძელდება.

იქამდე ქველმოქმედებაში ჩაერთო იტალიის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელი, “ნაპოლის” კაპიტანი ლორენცო ინსინე, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 000 ევრო გაიღო.

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. ამ დროის მონაცამებით 27 980 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 2158 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად