200 გარდაცვლილი 24 საათში – ირანში კორონავირუსით დღიურად გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ირანული სააგენტო “irna.ir” ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ სიმა სადათ ლარის მიერ პრეს-კონფერენციაზე კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკის შესახებ მოყვანილ მონაცემებს ავრცელებს.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 200 კაცი გარდაიცვალა, 5 ივლისის რეკორდულ მაჩვენებელზე 37-ით მეტი.

სულ, ირანში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 11 931 კაცია გარდაცვლილი.

განვლილ 24 საათში, ირანში, კორონავირუსით 2637 კაცი დაინფიცირდა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 245 668-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის არის 207 000 ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 84,26%

მოლოდინი, რომ სიცხეების დადგომასთან ერთად კორონავირუსი უკან დაიხედვა, არ გამრთლდა. პირიქით მოხდა – სიცხეების დადგომასთან ერთად ირანში კორონავირუსით დაინფიცირების და კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა კიდევ უფრო მეტად მოიმატა, – წერს “irna.ir”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად