200 000 დროშა 200 000 სტუმრის ნაცვლად – კაპიტოლიუმთან ფიცს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი დადებენ

რამდენიმე წუთში, კაპიტოლიუმთან ფიცს დადებენ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი. მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობისთვის ემზადება

ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად და კამალა ჰარისი უკვე კაპიტოლიუმში არიან.ისინი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ფიცს დადებენ.

კაპიტოლიუმში, ასევე, მივიდა მაიკ პენსი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება. ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმრებს შორის ბარაკ და მიშელ ობამებიც არიან, ისინი უკვე მივიდნენ კაპიტოლიუმში.

ადგილზე დაცულია უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და გადაკეტილია ვაშინგტონი, სადაც წითელ ზონაში მხოლოდ სპეცსაშვებით უშვებენ.

ტრადიციული 200 000 ბილეთი არ გაიყიდა. სტუმრების ნაცვლად 200 000 დროშაა გამოფენილი, ხოლო ცნობილი ხეივანი, სადაც ობამას დროს 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა, ცარიელია. ინაუგურაციას მხოლოდ ათასი კაცი დაესწრება: კონგრესის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, სხვა ჩინოვნიკები და ელჩები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად