20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი „მარია კანალსის“ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

სანდრო გეგეჭკორს, დიპლომთან ერთად, ფულადი ჯილდო – 25 ათასი ევროც გადაეცემა.

საერთაშორისო კონკურსის ფინალი გუშინ საღამოს ბარსელონაში ჩატარდა. ქართველმა პიანისტმა კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი დიდ დარბაზში დაუკრა.

კომენტარები
იტვირთება...