20 წლის გამომგონებლის დახმარებით, ოკეანეები ნაგვისგან 10 წელიწადში გაიწმინდება

ოკეანეების დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად 20 წლის ბოიან სელტმა ტექნოლოგია სახელად Ocean Cleanup (ოკეანის გამწმენდი) გამოიგონა, რომელიც ოკეანეებს მარტივად გაასუფთავებს ნაგვისა და პოლიეთილენის ნარჩენებისგან.

ამ გამოგონების საშუალებით, ოკეანე თავისით შეძლებს დაგროვილი ნაგვისგან წყლის დასუფთავებას. ლათინური V-ს ფორმის მოტივტივე ბარიერების მწკრივი, რომელიც მიმაგრებულია ზღვის ფსკერზე, დაიჭერს ოკეანის ბუნებრივი დინებების მიერ მოგროვილ ნაგავს.

ორკილომეტრიანი მოწყობილობა ზღვის ბინადრებს მის ქვეშ ცურვის საშუალებას მისცემს, აგრეგატში კი დარჩება ნაგავი, რომელიც წყალზე მსუბუქია და ზედაპირზე დაცურავს. Ocean Cleanup-ის გაშვება 2016 წელს, კუნძულ ცუსიმასთან იგეგმება, რადგან იგი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მონაკვეთად ითვლება. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ოკენეების გაწმენდას 10 წელიწადი დასჭირდება.

წყარო: BPN

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...