gwp ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 2.6 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 3.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჯივიპი, დღეს, 20 სექტემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს,  20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან  21 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილლს; რამიშვილის, თაქთაქიშვილის,არაყიშვილის,  მოსაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; აბაშიძის, ფალიაშვილის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად