20-მდე სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყება ორი კვირით გადაიდოს

საქართველოს 20-მდე საჯარო სკოლაში შესაძლოა, სწავლის დაწყების თარიღმა ორი კვირით გადაიწიოს. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც “აიპრესს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით საბოლოო სია, რომელ სკოლებში გადაიდება სწავლის დაწყება, არ მოუმზადებიათ.

სკოლების ჩამონათვალი, შესაძლოა უახლოეს პერიოდში, რამდენიმე საათში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდეს.

 

„16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა, ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით, შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ მშობლების ინფორმირებას, სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად