20 ივნისს დაშავებულის შვილი ნიკა გვარამიას: როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას!

“როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით?”,-ამის შესახებ, 20 ივნისს დაშავებულის კობა ლეთოდიანის შვილის ნათია ლეთორდიანი სოციალურ ქსელში წერს.

“როცა ებრაელი ექიმები ყველაფერს ცდილობენ ჩვენთვის სასიკეთო გააკეთონ, კონსილიუმები აქვთ, მსჯელობენ უკეთეს შედეგს როგორ მიაღწიონ, ოპერაციები კეთდება, რეაბილიტაციას გავდივართ, მოლოდინში ვართ… ამ დროს გამოდის ტელევიზიის დირექტორი და სრულიად უცერემონიოდ აცხადებს რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, დემეტრე ნაყოფია და კობა ლეთოდიანი თურმე უსინათლოები არიან და მორჩა!დასრულდა ყველაფერი! არც პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინება, არც მათი ოჯახის წევრები, მხოლოდ საკუთარი ინტერესები!

რომელი სამედიცინო დასკვნების მიხედვით განაცხადეთ ბატონო Nika Gvaramia, ჩვენც გვითხარით, თუ ექიმები გვატყუებენ, თქვენ აგვიხილეთ თვალი… NodarMeladze დავით ქაშიაშვილი ამიტომ ითხოვდით ჩვენგან კომენტარებს, რომ შემდეგ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გეკეთებინათ? გაეცით პასუხი Demetre Nakopia-ს, ებრაელ ექიმებზე მეტი გცოდნიათ და თქვენ გვითხარით რა იცით დამატებით ჩვენი მდგომარეობის შესახებ…

როგორ ბედავთ ადამიანების მდგომარეობის ასე გამოყენებას, სხვა სკანდალური ვერაფერს ნახეთ და ჩვენ მოგვადექით? სხვა სიტყვებით შეფასებებს შეგნებულად ვერიდები!!!

Eka Kvesitadzeგიყვართ კომენტარების და პოსტების კითხვა გადაცემებში და ამ პოსტის წაკითხვასაც ველი თქვენგან სწორედ ისეთივე აღელვებული ხმის ტემბრით, როგორც ჩემი წინა კომენტარი წაიკითხეთ!”,-წერს ნათია ლეთოდიანი.

შეგახსენებთ, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარა, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვი სგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის წევრის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოჰყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრუნება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო, აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-25 დღეა მოთხოვნით “გადადგეს გახარია!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...