20 ივნისის აქციაზე დაშავებულებიდან სტაციონარულ მკურნალობას 6 პაციენტი განაგრძობს

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ადასტურებს.

ამ დროისთვის, სტაციონარულ მკურნალობას კვლავ 6 პაციენტი განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

ცნობისთვის, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და კონტაქტურია .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად