20 დაღუპული და 280 დაშავებული – აფეთქებების სერია შრი-ლანკაში (ვიდეო)

შრი-ლანკაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას სასტუმროებსა და ტაძრებთან ექვსი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 280 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ აფეთქებები შრი-ლანკის უდიდეს ქალაქ კოლომბოსა და ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოხდა.

თავდასხმების სერია სამ ტაძარსა და სამ სასტუმროზე განხორციელდა. ამჟამად მომხდარის დეტალები დგინდება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...