20 აგვისტოს 07:00 საათამდე იონა ვაკელის ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე მანქანების მოძრაობა აიკრძალება

ამის შესახებ ინფრომაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს 24:00 საათიდან 20 აგვისტოს 07:00 საათამდე გივი კარტოზიას ქუჩის და ალ. ყაზბეგის გამზირის კვეთიდან იონა ვაკელის ქუჩის და ალ. ყაზბეგის გამზირის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებებით: ალ. ყაზბეგის გამზირიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები კარტოზიას ქუჩის გავლით შეძლებენ გადაადგილებას. სულხან ცინცაძის ქუჩიდან გივი კარტოზიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები მხოლოდ პანდუსის გავლით შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც თამარაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტომანქანების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...