20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებულ აქციის სამ მონაწილეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა.

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. სოსო ბაჯელიძის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას მოითხოვს, თუმცა თანხის ოდენობა ჯერ დაზუსტებული არაა.

რაც შეეხება დაკავებულ ლევან ჯიქურს, მის საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...