20-21 დეკემბერს ქუთაისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

20 დეკემბრის 10:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე, ქალაქ ქუთაისში – ა. რაზმაძის, ჯორჯიაშვილის, ახალგაზრდობის, გრ.აბაშიძის, ლეონიძის, ჭყონდიდელის, გორის, გრ.ჩორგოლიანის, დ.გურამიშვილის, დეპოს, ვ.ბაგრატიონის, ი.ევდოშილის, მ.ბალანჩივაძის, მოსკოვის, გოგოლის, ნიკო მარის, ს. მახვილაძის, ს. ხაბეიშვილის, სადგურის, ფოთის, ვ. კუპრაძის, წმინდა სამებას, ლომთათიძის, ჰ.გმაინერის, თამარ მეფის N90-ზევით, თამარ მეფის I შეს და თამარ მეფის I ჩიხის, წერეთლის N 142-ი ზევით და III შეს. ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოებისგათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად