2 წლის ანიტა ფაცაცია მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

რადგანაც ფილტვების მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭირო გახდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა- ამის შესახებ ინფორმაციას ორი წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

“ძალიან ბევრი შეტყობინება შემოდის და ბოდიშს გიხდით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ პირადად.

ვიცით, ძალიან გველოდებით და განიცდით, მაგრამ, ალბათ, ხვდებით ჩვენს მდგომარეობასაც.

ანიტა ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, როგორც იცით მას დაუდგინდა პნევმონია – რის გამოც უტარდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

რადგანაც ფილტვების მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭირო გახდა ბავშვის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.

მას უკვე სამჯერ შეუცვალეს ანტიბიოტიკური პრეპარატების ჯგუფი, თუმცა, სასურველი შედეგი ჯერ-ჯერობით ვერც ერთმა ვერ გამოიღო.

ნავარაუდებია ინფექციაც, ზუსტი ტიპის დასადგენად დღეს ანიტას ჩაუტარდა ბრონქოსკოპია, რომლის პასუხიც რამდენიმე დღეში გვეცოდინება.
კვლევის შედეგი ზუსტი ანტიბიოტიკური პრეპარატის შერჩევაშიც დაეხმარება ექიმებს.

როგორც კი ანიტას ორგანიზმი დაძლევს ანთებასა და ინფექციას, ექიმები აპარატის, ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას, ან თუ მაგ დროისთვის გამოჩნდება დონორი – პირდაპირ გულის ტრანსპლანტაციას გეგმავენ.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ, გულით ვინატროთ ანიტას კარგად ყოფნა!”-წერს მარიკა ხუციშვილი სოციაურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად