A1 ბანერი

2-წლიანი ლოდინის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე მამა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა

“ციანიდის საქმეში” მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებიდან 2 წლის შემდეგ საავადმყოფოში აზიარეს, სადაც გუშინ № 9 ციხიდან გადაიყვანეს.

სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყო დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ 2019 წლის 5 თებერვალს  საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია და დღემდე კარავში ცხოვრობს.

დეკანოზის ძმის საპროტეტო აქციას ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა უპასუხა და განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან საპატრიარქო არაფერ შუაშია. მისივე განცხადებით, თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე აღიარებს რასაც აკეთებდნენ, მის შეწყალებას მხარს დაუჭერს.

დღეს კი ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა.

მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან დღეს საავადმყოფოში აზიარა დეკანოზ გიორგი მამალაძე.

“ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა, თუმცა როგორც კი გავიგე ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია,მალე განიკურნება”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, როგორც “აიპრესს” სპეციალურ პენტნციურ სამსახურში განუცხადეს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავის ტვინის MRI გამოკვლევა 19 თებერვალს ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა 2018 წლის 5 სექტემბერს  ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...